ბიზნესიგანცხადებებირეკლამა
პროგრამები
სკოლები
ვაკანსიები
ახალი ამბები
ვიდეოლექციები
კანონები
პრეზენტაციები
გამოწერა

«    მაი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 




ახალი ამბები / გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი / კონკურსი „ახალი ხმის“ გამარჯვებული გამოვლინდა
კონკურსი „ახალი ხმის“ გამარჯვებული გამოვლინდა

ბეჭდვა

კონკურსი „ახალი ხმის“ გამარჯვებული გამოვლინდა2012 წლის 2 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდობის სახლში რადიო STAR FM 93,9 და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსის „ახალი ხმის“ გამარჯვებულებთან საზეიმო შეხვედრა შედგა.

კონკურსის გამარჯვებული, რადიოს მსმენელებმა, სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით გამოავლინეს.

კონკურსში პირველი ადგილი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა – ელენე მარგალიტაშვილმა დაიკავა და იგი, კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, რადიო STAR FM 93,9 წამყვანი გახდება. ელენემ შემოსულ ხმათა უმრავლესობა მიიღო.

საზეიმო ცერემონიალზე პროექტის „ახალი ხმა“ რჩეულებიც დასახელდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რჩეულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ბურდული დასახელდა, ხოლო რადიო STAR FM 93,9 რჩეული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი თათა ღვედაშვილი გახდა. პროექტის დანარჩენ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კონკურსში სულ თორმეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში, კონკურსანტებმა რადიო–ჟურნალისტიკის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს, გაეცნენ რადიოს მუშაობის სპეციფიკას, ამზადებდნენ სიუჟეტებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე, უძღვებოდნენ მუსიკალურ ეთერს და აშუქებდნენ ქართული სპორტის სიახლეებს.

ახალგაზრდობის სასახლეში გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მეგრელიშვილმა და რადიო STAR FM დირექტორმა ხათუნა კაპანაძემ დაასახელეს.





© 2011 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით